პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, "არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის" წარმომადგენლის, ანა სუბელიანის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო სუბელიანის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.