სტეფანეს პლაგიატორობაში სდებენ ბრალს- „მე არ ვარ კლიპის რეჟისორი“ - exclusive

15:04 05-16-2018
1970

გუშინ სტეფანემ ახალი კლიპისა და სიმღერის პრემიერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა. „შენთან მოვდივარ“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკის ავტორი თავად მომღერალი გახლავთ, ტექსტი კი ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. ვიდეორგოლის ავტორი ჯიჯი რეჯინი გახლავთ. 

„ბრავო რეკორდსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანოტაციაში ვკითხულობთ...

„ვიდეო კლიპზე იმუშავეს:
დირექტორი: გრიგორ დევეჯიევი (ჯიჯი რეჯინი)
ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი
მონტაჟი: ლევან ბუთხუზი
კონცეფცია: ბუბა ბებოშვილი.“

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო რგოლმაც და სიმღერამაც სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა, გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც სტეფანე პლაგიატორობაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში ვრცელდება დანიური მუსიკალური ბენდის WhoMadeWho - ის ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან ჰგავს სტეფანეს ახალ ვიდეორგოლს. 

ჩვენ სტეფანეს დაუკავშირდით.

- მაპატიეთ „იქს ფაქტორის“ გადაღებაზე ვარ, ვერ გპასუხობთ...

- პლაგიატორობაში გდებენ ბრალს, თქვენი ახალი კლიპის გამო, ამაზე მინდოდა კომენტარი.

- ახლა გადაღება მაქვს, ვერ ვნახავ ამ ვიდეორგოლს. ისე, კლიპის რეჟისორი ჯიჯი რეჯინია, მე არ ვარ.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი