შეყვარებულმა ჰლოი კარდაშიანმა ტრისტან ტომპსონს ღალატი აპატია - "ვის ეძებ ხალხმრავალ ოთახში - აი იქ არის შენი გული"

16:34 05-16-2018
509

ჰლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი, აპრილის თვეში, პირველად გახდნენ მშობლები - ტელევარსკვლავმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ტრუ დაარქვეს. 

სასიხარულო ინფორმაცია, სამწუხაროდ ტრისტანის ღალატმა ჩაანაცვლა - სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ტრისტანის საქციელი, ყველანაირ ზღვარს სცილდება - ის ღამის კლუბში, 3 ქალბატონთან ერთად ერთობა.  

ამ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, ჰლოის, რომელიც ამ დროს ფეხმძიმედ გახლდათ, ნერვიულობის ნიადაგზე, მშობიარობის პროცესი დაეწყო. სკანდალის მიუხედავად, ტრისტანი, მშობიარობას დაესწრო და აქტიურად ჩაერთო, ჰლოის და ტრუს ცხოვრების რიტმში. 

მშობიარობიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, ჰლოიმ, ელენ დეჯენერესის ტელე-შოუში, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულად არის. მაგრამ, ამ ეტაპზე, მდგომარეობა შეიცვალა - სავარაუდოდ, ჰლოიმ, თავი ვეღარ გააკონტროლა.

ჰლოის თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში, აკრიტიკებდნენ კარდაშიანს, იმის გამო, რომ მან ტრისტანს, ღალატი აპატია - ჰლოი და ტრისტანი, ერთ-ერთ რესტორანში და შემდეგ, კალათბურთის მოედანზე, ერთად დააფიქსირეს.

გუშინ, ჰლოიმ ინსტაგრამზე, შავთეთრი შრიფტით, პოსტი გამოაქვეყნა: 

მნიშვნელოვანია, ვის ეძებ ხალხმრავალ ოთახში. აი, იქ არის შენი გული   

ცოტა ხნის შემდეგ, გააუქმა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

ადრე, როცა ნეგატიურ ადამიანებს ვეკონტაქტებოდი, განადგურებული ვიყავი. ამ ეტაპზე, ისინი კიდევ უფრო მეტ ძალას და ცხოვრების შეფასების უნარს მაძლევენ, რადგან მათი საქციელი, მკარნახობს, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდე - წერს ჰლოი, რომელიც სავარაუდოდ, ჰეიტერების კომენტარებს პასუხობს. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე