ევროკავშირის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ კვლევები ჩაატარა, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომელ სფეროებშია ყველაზე დაბალი და მაღალი ხელფასები. მონიტორინგის შედეგებზე allnews-ი წერს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი - 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი კი 700 ლარის ოდენობით, მშენებლობაზეა.
ამასთან, კომპანიები/ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს უთითებენ.
კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში, მაქსიმალური ხელფასი 7047 ლარია. კერძოდ, ყველაზე დაბალი მაქსიმალური ხელფასი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორშია, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი - 12229 ლარი მედიცინაშია.
ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს.