“არემჯის“ მხარდაჭერით თენგიზ უთმელიძის ფოტოგამოფენა „სუხიშვილები“ გაიმართა (ვიდეო)

18:53 05-16-2018
134
თეგები: გამოფენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, “არემჯის” მხარდაჭერით, “სუხიშვილების” ანსამბლის  წამყვანი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენა “სუხიშვილები” გაიხსნა. ექსპოზიციაზე,  წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის – “სუხიშვილების” – XX საუკუნის 60–იან 70–იან წლების შემოქმედებას ასახავს. ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება.
“ჩვენი კომპანიისათვის დიდი პატივია, რომ ვართ ლეგენდარული ანსამბლ „სუხიშვილების“  სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური გამოფენის და 9 ივნისს დაგეგმილი საიუბილეო საღამოს სპონსორები. ეს გამოფენა ასახავს ანსამბლის „ოქროს ხანის“ პერიოდს, რომელიც ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისათვის. კომპანია ყოველთვის სიხარულით დაუდგება გვერდით მსგავს შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

ავტორი: