"თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან, ერთ-ერთმა წევრმა ყოველი შემთხვევისთვის გამოიძახა პატრული - ბაია პატარაია

19:06 05-16-2018
262

"თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირებას აქვს ადგილი. 

შეხვედრა რამდენიმე მონაწილემ, მათ შორის ანა სუბელიანმა და ბაია პატარაიამ უკვე დატოვეს. 

როგორც "პრაიმტაიმს" ბაია პატარაიამ განუცხადა, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია

"უბრალოდ ძაან ბევრი ჟურნალისტი იყო შეკრებილი რამდენიმე საათის განმავლობაში. მერე ვიღაც ხალხიც შეგროვდა. ვინაიდან არ ვიცოდით, რა ხალხი იყო, ერთ-ერთმა წევრმა ყოველი შემთხვევისთვის გამოიძახა პატრული უსაფრთხოების მიზნით. შეხვედრა მიმდინარეობს. სხვა საქმეებიც გვაქვს და იმიტომ დავტოვეთ ვიღაცეებმა შეხვედრა" - განუცხადა "პრაიმტაიმს" პატარაიამ.

მესამე სექტორი შეხვედრაზე მსჯელობს, უნდა გამართონ თუ არა ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით. 

ავტორი: