გავრცელებული ინფორმაციით,თანასწორობის მოძრაობა აქციის ჩატარებას აღარ აპირებს. როგორც პრაიმტაიმისთვის გახდა ცნობილი, მოძრაობა ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია, სახელწოდებით “გავიაზროთ 17 მაისის გამართვა იყო დაანონსებული.
აქციის გამართვას: კავშირი “საფარი”, “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, “თემიდა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა მწვანეები” და “თანასწორობის მოძრაობა” გეგმავდნენ.
ამ დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს. ხვალ, საპატრიარქოს მხრიდან მსვლელობა უკვე დაანონსდა.