ძაღლების თავშესაფრის მფლობელის, თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, იძულებულია თავშესაფარი დახუროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების გამო იძულებული ვარ დავხურო თავშესაფარი. არა ერთი მიმართვის მიუხედავად შშს-მ არ აღკვეთა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ძალადობა და ტერორი. დღეში რამოდენიმეჯერ რეკავენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, მაგინებენ, მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, უფრო მეტიც ქუჩაში დამხვდნენ და რომ არა ჩემი ძალისხმევა ტრაგედია დატრიალდებოდა.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სიბინძურის მთავარი ორგანიზატორია სოციალურ ქსელ თბილისის ფორუმის დამფუძნებელი და მეპატრონე თემურ ხაინდრავა.
მისი ეგრეთ წოდებული იუზერები მოუწოდებენ ფორუმის სხვა წევრებს ფბ-ზე აგინონ უცხო ადამიანებს, მერე მიწერონ ჩემი სახელი და ტელეფონი. ბუნებრივია ამ მზაკვრული გეგმის მიზანია კონფლიქტის პროვოცირება ჩემსა და ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებს შორის, რაც აუცილებლად ტრაგედიით დამთავრდება.
კიდე ერთხელ საჯაროდ მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთეთ ჩემზე და ჩემ ოჯახზე ძალადობა და ტერორი" - წერს ელიზბარაშვილი.