კაფე "გალერის" დამფუძნებელი დაკითხვაზე დაიბარეს, დაკითხვაზე დაიბარებენ "ბასიანის" დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს

23:09 05-16-2018
277

კაფე "გალერის" დამფუძნებელს დაკითხვაზე ელოდებიან. 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ "ბასიანის" დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

როგორც "კურიერს" კრიმინალურმა პოლიცის ხელმძღვანელმა განუცხადა, კლუბ „ბასიანსა“ და“გალერიში“ ჩატარებული ჩხრეკისას 34 ლოკაციაა აღმოაჩინა, საიდანაც სხვადახხვა სახის საეჭვო ნივთიერებები იქნა ამოღებული.  

კლუბების მფლობელები კი ამბობენ, რომ მთელი ეს ისტორია პოლიციამ მათი დისკრედიტაციისათვის გამოიგონა. თუმცა არ გამორიცხავენ რომ კლუბური ნარკოტიკი, ღამით გასართობად მისულ სტუმრებს ჰქონდათ, რომლებმაც აბები და ფხვნილი კლუბში სპეცრაზმის გამოჩენის დროს ძირს დაყარეს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ კლუბებში ნარკოტიკი თავად სამართალდამცავებმა დატოვეს. 

ამასთან, ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება ღამის კლუბები. ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, პროცესი შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს.

ავტორი: