"ქართული მარში" აქციის ჩატარებას აღარ აპირებს

23:23 05-16-2018
168

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ხვალ მათ მიერ დაანონსებული აქციაც აღარ ჩატარდება.

ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური განცხადება და შეთავაზება გავუკეთე ლგბტ, რომ თუ ისინი გააუქმებდნენ აქციას, ჩვენც გავაუქმებდით. დაახლოებით ორ საათში გამოაცხადეს, რომ აქცია გაუქმებულია. თუ მათი აქცია გაუქმებულია, მე შევასრულებ ჩემს სიტყვას. იმედია ისინიც შეასრულებენ თავიანთ პირობას და ჩვენც შევასრულებთ ჩვენს პირობას - განუცხადა პრაიმტაიმს ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის დღეა. ამავდროულად, ლგბტ პირები, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავენ. მთავრობის კანცელარიასთან აქცია, სახელწოდებით “გავიაზროთ 17 მაისი გამართვა იყო დაანონსებული. რის საპირისპიროდაც, ქართული მარში კონტრაქციის ჩატარებას გეგმავდა. თუმცა, მოგვიანებით, ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ აქციას აღარ ჩაატარებენ.

აქციის გამართვას: კავშირი “საფარი”, “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, “თემიდა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა მწვანეები” და “თანასწორობის მოძრაობა” გეგმავდნენ.

ავტორი: