საქართველოში 17 მაისს პატრიარქის ინიციატივით დაწესებული ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე მსვლელობით აღინიშნება.
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად აწყურის ღვთისმშობლის ხატით "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის.
საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს დააწესა.