"არავითარ ლგბტ-ს არ ვცნობ, ეს არის სოდომური ცოდვა ..." - იღუმენი თეოდოსი

12:02 05-17-2018
634
თეგები: 17 მაისი

17 მაისის მსვლელობის მონაწილე მამა იღუმენი თეოდოსი ხაჩიძე რუის-ურბნისის ეპარქიიდან, თვლის, რომ ეს შეკრება, რომელიც ტრადიციად იქცა, პატრიარქის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი დღესასწაული, საჭიროებამ დაგვანახა, რომ ჩვენი მომავლისთვის ასე იყო საჭირო. ძალიან პატარა ერი ვართ. საჭიროებაში ვგულისხმობ, რომ ის მავნე ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას დასაბამიდან ქონდა, სამწუხაროდ დღეს მას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამ უმსგავსოებას, მე ლგბტს ვერ დავარქმევდი, ამას სოდომურ ცოდვას დავარქმევდი, არავითარ ლგბტ-ს არ ვცნობ, ეს არის სოდომური ცოდვა და სოდომი გახლავთ ბიბლიური ქალაქი, რომელიც უფალმა ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა. სულ სამი ქალაქი იყო: სოდომი, გომორი და სეგორი, რომელიც ცნობილი იყვენენ ასეთი ცოდვით. ამ ცოდვის შესახებ უფალმა იცოდა, მაგრამ უფალი მოწყალეა, მხოლოდ ანგელოზების თვალით დანახული რაც იყო, ამის გამო მოსრა ქალაქი და გადარჩა მხოლოდ 4 ადამიანი. ლოთი, მისი 2 ქალიშვილი და მეუღლე"  - განაცხადა მამა თეოდოსმა. 

მისივე განმარტებით, ოჯახური ტრადიციების აღსანიშნად საზოგადოების და მსოფლიოს დასანახად ემიჯნებიან სოდომურ ცოდვას, რომელმაც რამდენიმე ერი გაანდგურა, სწორედ ამის დასანახად შეიკრიბნენ დღეს და აწყობენ მსვლელობას.

 

 

ნინო რაზმაძე