"უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის ნარკოდამოკიდებული..." - მეუფე შიო

13:22 05-17-2018
139

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს უნდა უმკურნალონ.

ამის შესახებ მეუფემ ქაშვეთის ეკლესიასთან, ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. რეალიზაციაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს, ოჯახის ტრაგედიას ქმნის. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ", - განაცხადა მეუფე შიომ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე