პატრიარქის თანამოსაყდრე მსვლელობას შეურთდა

13:34 05-17-2018
251

ქაშვეთის ეკლესიაში შეკრებილ მრევლთან ერთად, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა, მსვლელობაში პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოც მონაწილეობს.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.

"მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა", - განაცხადა მეუფე შიომ.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" დაიწყო. 

ქაშვეთიდან მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარისკენ მიემართებიან, სადაც, დაახლოებით 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე