გორში, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის კარზე უცნობმა ადამიანებმა ჯვრის გამოსახულება და რელიგიური მოწოდებით წარწერა იწამე ღმერთი ჩვენი გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, შენობის კარს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდანაც ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას იმედი ავრცელებს.
როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, სროლის ფაქტს ჯერ ვერ ადასტურებენ, თუმცა ექსპერტ-კრიმინალისტები ამ საკითხის გასარკვევად უკვე მუშაობენ. ხოლო, რაც შეეხება ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას და რელიგიური გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლას გულისხმობს.
მსგავსი შემთხვევა გორში თებერვალშიც მოხდა. იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედლებს ჯვრები დაახატეს.