26 მაისს, თბილისში სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ჩამოვა

18:17 05-17-2018
74

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისში სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ჩამოვა. იგი საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია.

საქართველოს კისკას გარდა, კიდევ ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობასა და ვიზიტის დეტალებზე, გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ ტელეფონით ისაუბრეს.

ავტორი: