ევროსაბჭო წუხს, რომ 17 მაისს ჩასატარებელი ლგბტ პირების აქცია შეწყდა, რადგან მათ თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნეს:
"ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყოს ძალადობისგან," – წერია განცხადებაში.
ლგბტ პირების მიერ 17 მაისს დაანონსებული აქციის გაუქმების შესახებ 16 მაისს გახდა ცნობილი. ლგბტ თემის წარმომადგენლების განცხადებით, თავს დაცულად ვერ გრძნობენ და აქცია ამ მოტივით გადადეს, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ნაწილი სოლიდარობის ნიშნად მაინც შეიკრიბა. აქციაზე არასრულწლოვანმა პირმა, ლგბტ აქციის გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა დააკავეს.