გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელის - რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემასა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ. დამატებითი კომენტარები კი მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, სასტიკი მკვლელობის საკითხს. ასევე, განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს" - განაცხადა ანთიძემ.