რომელ საზაფხულო ბაგა-ბაღებში შეგიძლიათ 24 მაისს აღსაზრდელთა რეგისტრაცია

13:01 05-18-2018
438

თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00-დან დაიწყება.

ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა, რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge

მისივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

“რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე აღმზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ” - აცხადებს გვანცელაძე.

"პრაიმტაიმი" გთავაზობთ იმ ბაღების ჩამონათვალს, რომელშიც აღსაზრდელები ივლისის თვის გატარებას შეძლებენ:

გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.

სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

ავტორი: