გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას საქმეზე ბევრი კითხვა დაისვა, აფხაზური მხარე გაუკვეველ პასუხებს იძლეოდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან და მიმდინარე ტერიტორიაზე – გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები.
ქართულმა მხარემ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლება მოითხოვა.
მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.