საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები შს მინისტრს, გამოსვლის შემდეგ კითხვებს უსვამენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი ინიციატივით მიმართავს შს მინისტრს, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ღონისძიების დროს ხალხს იცავდნენ, უწყების მიერ ფულადი ან რაიმე სახის ჯილოთი დასაჩუქრდნენ:
"ეს მადლობები, რომელიც ჩვენ აქ უხვად დავარიგეთ, ერთის მხრივ შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ცარიელი მადლობა დიდი ვერაფერი წამალია, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ის ადამიანები, ვინც აქ, ამ ღონისძიებაზე იდგნენ, ასე იცავდნენ თავიანთი ხალხის ინტერესებს, თუ შეიძლება რაიმე ფულადი ჯილდოთი, პრემიით, ან სხვა რამით დავაჯილდოოთ და ეს მადლობები, მერე აღარ იქნება სალაპარაკო. მიმაჩნია, რომ მათ ჩაიდინეს ამ დღეს განსაკუთრებულად გამოავლინეს თავიანთი პროფესიონალიზმი და ისინი ამ ჯილდოს იმსახურებენ" - განაცხადა კითხვის დასმის დროს ენძელა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ნარკოტრეფიკზე და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა.