შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროა დაინტერესებული, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"პირველ რიგში, შსს არის დაინტერესებული, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. ყველა სახის დისკუსიის გაგრძელება არის ჩვეულებრივი წახალისება, რომელიც აჩენს დამატებით მოლოდინებს, პირდაპირ რისკს უქმნის ჩვენს საქმიანობას", - განაცხადა გახარიამ.