თუ ვინმეს ჰგონია, რომ კლუბში თქვენ ეძებდით ქართველ ესკობარს და ის იქ უნდა მჯდარიყო სიგარით, არ ვიცი, ასეთი გულუბრყვილო ხალხი თუ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის საპასუხოდ, შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა.
„ძალიან გონივრული იყო ის ქმედებები, რაც გაკეთდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კლუბში თქვენ ეძებდით ქართველ ესკობარს და ის იქ უნდა მჯდარიყო სიგარით, არ ვიცი, ასეთი გულუბრყვილო ხალხი თუ არსებობს. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ თუ დავუშვათ ეს ქსელი ერთიანი ქსელია, თქვენ გეგულებათ აქ ესკობარი თუ არა ესკობარის თანაშემწე - რწმუნებული მაინც საქართველოში? სერიალს რომ ვიღებდე, ბატონ რომან გოცირიძეს შევთავაზებდი მაგ როლს ნამდვილად“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.