ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და იმ კლუბიდან გამოყვანა. ასევე, მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ, მათაც მოვუხადეთ ბოდიში, იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისთვის, რომ ამას მოყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების, რომელიც იყო და მოვიხადეთ ეს ბოდიში,“ - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი გახარია: „ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით“
