პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ჯვრისწერა დასრულდა. წყვილმა საქორწინო ფიცი დადო და მათ ბეჭდები გაცვალეს. პატარძალს ფრანგული მოდის სახლის, ჟივანშის მოდის სახლის დიზაინერის, კლერ უეიტ კელერის, კაბა აცვია. თავზე კი დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტის დიადემა უკეთია.
ბრიტანელმა დიზაინერმა მეგან მარკლის თავსაბურავი თანამეგობრობის წევრი 53-ვე ქვეყნის ყვავილების კომბინაციით გააფორმა, რაც თავად პრინც ჰარის რჩეულის სურვილი იყო.