უკრაინის წარმომადგენლები დსთ-დან გაიწვიეს. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის წარმომადგენელობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უწყებებიდან კიევში ითხოვს.
პოროშენკოს განმარტებით, უკრაინის ადგილი დსთ-ში აღარ არის, რადგან ის ევროპისკენ მიდის.
"ჩვენ მანდ საქმე აღარ გვაქვს. ჩვენ ერთად მივემართებით ევროპისკენ" - განაცხადა პოროშენკომ.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირში 11 ქვეყანა შედის - ყველა პოსტსაბჭოური რესპუბლიკა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა.
კიევმა ჯერ კიდევ 2014 წელს თქვა დსთ-ის წევრობაზე უარი, თუმცა ოფიციალური მოთხოვნა დღემდე არ გაუგზავნია.