გამოძიება დაიწყო, მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა - ანა სუბელიანი

18:48 05-19-2018
260

თანასწორობის მოძრაობის აქტივისტი, ანა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით გამომძიებლებს ყველაფერი გადასცა, რისი მიწოდებაც ამ მომენტისთვის შეძლო. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე კარგად იმუშავებენ.

როგორც სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა, მოიცავს წამებით დაშინებას, მკვლელობით დაშინებას და ეს არა მხოლოდ მას ეხება, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანს.

„გამოძიება დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ მე მედიაში განვაცხადე იმ მუქარის შესახებ, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დამიბარეს გამოკითხვაზე, სადაც გადავეცი მუქარის და ძალადობის შემცველი მესიჯები, ვიდეო-ჩანაწერები, კომენტარები, ყველაფერი, რისი შეკრებაც ამ დროისთვის შევძელი. გამომძიებლისგან ვხედავ მოტივაციას, რომ იმუშაონ ამ საქმეზე ისე, როგორც საჭიროა" - განაცხადა სუბელიანმა.

შსს-მ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით უკვე დაიწყო.

ავტორი: