2018 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს პალმის რტო" იაპონელმა რეჟისორმა ჰიროკაძუ კორეედამ ფილმისთვის "Shoplifters" (მაღაზიის ქურდები) მიიღო.
მეორე პრიზი, გრანპრი, სპაიკ ლის ფილმს "BlacKkKlansman"-ს შეხვდა.
საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება ჟიურიმ ყაზახ მსახიობს სამალ ესლიამოვას მიანიჭა. მან ფილმში "Ayaka" ითამაშა.
რაც შეეხება, საუკეთესო მსახიობი კაცის წოდებას, ჟიურიმ მარჩელო ფონტე დაასახელა. მან მატეო გარონეს ფილმში "Dogman" მთავარი როლი შეასრულა.
საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გადეცა პაველ პავლიკოვსკის ფილმისთვის "Cold War"
კანის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა რეჟისორს ჟან-ლუკ გოდარს.
ჟიურის სპეციალური პრიზი ლიბანელმა ნადინ ლაბაკიმ აიღო, ფილმისთვის "Capernaum".
საფრანგეთში კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყო.