ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც პრაიმტაიმს შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
ტელეწამყვანმა გუშინ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი დაწერა და სახელმწიფოს დაცვის მოთხოვნით მიმართა. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, უცხო პირი ემუქრება და აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა, ადევნების შესახებ კანონის არარსებობის გამო, კარგად ვერ იცავდნენ. გრიგოლიას თქმით, თავდაცვის მიზნით, მზად არის, შეიარაღებულმა იაროს.