ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ

12:46 05-20-2018
92

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

„წარმოდგენილია ერთიანი, შეჯერებული კანონპროექტი თქვენს წინაშე და დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეული ნორმის მიხედვით ამ ტექსტს. იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული კანონპროექტები იყო წარმოდგენილი და მაშინ შეთანხმდნენ, ერთიანი და შეჯერებული კანონპროექტი მომზადდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთიან კანონპროექტთან ერთად, დღეს წარმოდგენილია დამატებითი რეკომენდაციებიც.

“შევეხები ორ ძირითად საკითხს: ეს იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები და ასევე, იყო სასამართლოში გადატვირთულობის პრობლემა. გვქონდა დისკუსია. შევთანხმდით, რომ წარმოვადგენდით დღეს შეჯერებულ კანონპროექტს. მაშინ იყო ორი კანონპროექტი წარმოდგენილი. ერთი იურიდიული კომიტეტის მიერ და მეორე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მაშინ შევთანხმდით, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ერთიანი, შეჯერებული კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც დღეს უნდა გვემსჯელა და ასეთი კანონპროექტი არის წარმოდგენილი. არის თქვენს წინაშე და დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეული ნორმის მიხედვით ამ ტექსტს. იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით" - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კობახიძის თქმით, პრიორიტეტი მაინც დისციპლინური საკითხებია, ამიტომ, მან მონაწილეებს შეხვედრის დაწყება ამ კანონპროექტით, რომელიც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს შესთავაზა

".როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონი გაერთიანდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. შესაბამისად, ცალკე კანონზე აღარ არის საუბარი და უკვე არის ინტეგრირებული ახალი თავი „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს ამ ორგანულ კანონში”,- განაცხადა კობახიძემ.

სამუშაო შეხვედრა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვით გაგრძელდა.

ავტორი: