საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

13:46 05-20-2018
116

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. 

დაკავებული ქუთაისის მკვიდრი, 1986 წელს დაბადებული ალექსანდრე ნაცვლიშვილია.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, ცხელი ხაზი კი ამოქმედებულია.

დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ავტორი: