ჭიათურის კოროხნალის მაღაროში 32 წლის მაღაროელი დაშავდა, "ჯორჯიან მანგანეზი" დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს

14:44 05-20-2018
144

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო.

იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

ჯორჯიან მანგანეზის ინფორმაციით, მაღაროელი გვირაბის გამაგრებულ ნაწილში იდგა, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

ჯორჯიან მანგანეზი აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

ავტორი: