ხორავას ქუჩაზე, გარდაცვლილი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჟურნალისტების საყურადღებოდ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და მაღალი ინტერესისთვის.
რომ არა თქვენი მხარდაჭერა, მიკერძოებული პროკურატურის პირობებში, ვერსოდეს მოვახერხებდი დამედგინა სიმართლე ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში.
ხვალ, 12 საათზე, შემაქვს საჩივარი თბილისის პროკურატურში მირზა სუბელინის და იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც მტკიცებულებების განადგურებით თუ დანაშაულის დაფარვით ყველფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეეშლათ გამოძიებისთვის და ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში სრულად არ გამოვლენილიყო იმ პირთა წრე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.
გარდა ორი ბრალდებულისა, დამნაშვეთა წრე ბევრად ფართოა და ჩვენ ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით!" - წერს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.