მეგან მარკლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცზე პრინც ჰარიზე დაქორწინდა. წყვილმა ერთგულების ფიცის დადების შემდეგ უინძორის ისტორიულ ქუჩებში ღია ეტლით გაისეირნა. შემდეგ ქორწინების დღე კიდევ ერთხელ Frogmore House-ისკენ მეგობრებთან ერთად აღნიშნეს, სადაც მეგან მარკლი Stella McCartney-ის საქორწილო კაბით გამოჩნდა, რომელიც პრინცესა დიანას კაბას შეადარეს.