საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9% შეადგინა.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია, აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.
2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9 % შეადგინა და 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული - 0.1%.
ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით, 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ტრადიციულად. ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე,- განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირებულია.