მომღერალი, ქეთა თოფურია, გარდა იმისა, რომ მუსიკალური ჯგუფი A'Studio-ს სოლისტია, ამავე დროს დიზაინერი და 2 წლის ულამაზესი ქალიშვილის, ოლივიას დედაა.
რამდენიმე თვის წინ, ქეთამ საკუთარი ბრენდი KETIone-ი ჩამოაყალიბა და მისი ახალი კოლექციის დებიუტით წარსდგა. მალე, თოფურიას დიზაინის სამოსში, ნატალია ჩისტიაკოვი-იონოვა, ინა მალიკოვა, დაშა მალიგინა და სხვა ვარსკვლევები პოზირებდნენ.
ამ ეტაპზე კი, ქეთა და მისი ბრენდი, სკანდალის ცენტრში აღმოჩნდნენ. მომღერალმა და დიზაინერმა, ბრენდი Vetements-ი, პლაგიატიაში დაადანაშაულა.
თოფურიამ, ინსტაგრამზე, ერთ-ერთი პიჯაკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მისი ახალი კოლექციიდან არის.
მარცხნივ, KETIone გაზაფხული-ზაფხული 2018, ხოლო მარჯვნივ - Vetements. ოსტატურად იპარავთ, მეგობრებო, სათქმელი არაფერი აღარ მაქვს - წერს ქეთა ინსტაგრამზე.
მომღერლის თაყვანისმცემლები, ქეთას პასუხობენ, რომ ტამსაცმლის ბრენდს Vetements, ასეთი ჟეტონი(ფიშკა), დიდი ხანია აქვს - ქეთამ მოიგონა, რომ ის, პირველია.
საინტერესოა, როგორი რეაგირება ექნება, Vetements-ის წარმომადგენლებს, ქეთას სკანდალურ პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის ბრენდი Vetements, 2014 წელს, ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ შექმნა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი::