ნარკომომხმარებელს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქონდეს - გიგა ბუკია

10:42 05-22-2018
583
თეგები: გიგა ბუკია

„კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩასვან, თუმცა მას არც მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეს და მთელი როგორ შეზღუდვები უნდა დაუწესდეს, მათ სორის, მკურნალობა:

„მომხმარებლის მიმართ მკურნალობა და ლიბერალური მიდგომა უნდა იყოს, ნარკოგამსაღებლების მიმართ კი, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს. არ ვამბობთ, რომ მომხმარებელი ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ დეკრიმინალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ციხეში არ უნდა წავიდეს, ამ თვალსაზრისით მთელი რიგი შეზღუდვებია. ნარკომომხმარებელს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობთ, მძიმე ნარკოტიკის მოხმარება უნდა დარჩეს, როგორც კრიმინალი, ხოლო ციხეში გაშვების ბევრი ალტერნატიული სასჯელია, მათ შორის მკურნალობა“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას „ქართული ოცნების“ ოფისში ამ წუთებში მართავს. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ნარკოპოლიტიკის რეფორმაა. სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

ავტორი: