"საეჭვო გარემოებაა საქმეში, დიდ ლოდზე აქვს თავი დარტყმული..." - ბრალდებულის ადვოკატი

12:42 05-22-2018
2180

თემქაზე მოკლული 21წლის  ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზას არ ეთანხმება.

„არ ვეთანხმებით ექსპერტიზას, გამომდინარე იქიდან, რომ  33 ჭრილობა ამოღებული დანით არ არის მიყენებული. გარდაცვლილი გოგონა დაცემულია. დიდ ლოდზე აქვს თავი დარტყმული. ჭრილობათა ძირითადი რაოდენობა ამით არის გამოწვეული, თუმცა საეჭვო გარემოებაა საქმეში, რომ გოგონას წინიდან აქვს გალესილი იარაღით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია, რომელიც ლადო გრიგალაშვილს შეიძლება შეერაცხოს“, -განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა. 

მისივე განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლოს კი  დღევანდელ პროცესზე გირაოს სახით 2000დოლარს სიმბოლურად შესთავაზებენ.

21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს 2018წლის 22 თებერვალს იპოვეს. სამართალდამცავებმა  მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. 

 

 

ნინო რაზმაძე