თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხივს საპასუხოდ განაცხადა.
21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს 2018წლის 22 თებერვალს იპოვეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინო რაზმაძე