თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვების საპასუხოდ გრიგალაშვილმა განაცხადა, ის ასევე არ ცნობს თავს დამნაშავედ ბრალდებაზე - გამოძალვასა და პირადი მასალების შენახვა-გავრცელების მუქარაზე. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კონკრეტული ბრალდებები ანა ნაცვლიშვილს არ უკავშირდება. საქმის ამ ნაწილზე არც პროკურორი და არც ადვოკატი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
ნინო რაზმაძე