ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო ვენსან კასელი ქორწილისთვის ემზადება

14:05 05-22-2018
4450

მსოფლიოში ყველაზე სასურველი სასიძო, 51 წლის ფრანგი კინომსახიობი, ვენსან კასელი და ახალგაზრდა მოდელი, 21 წლის ტინა კუნაკი, თითქმის სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს, მსახიობის, დროებითი გატაცება იყო, რადგან იმ დროს, ვენსანი, მონიკა ბელუჩისთან ახალი დაშორებული იყო.

მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რამდენიმე თვის წინ, კუნაკმა, ჯვრისწერის ბეჭედი გამოაჩინა, ხოლო 2 დღის წინ, ეს ინფორმაცია დაადასტურა და ინსტაგრამზე, შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

დასავლური წყაროს ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია, საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში, აგვისტოს თვეში დაიგეგმა. პატარძალმა, უკვე აირჩია საქორწინო კაბის დიზაინერი  - Viktor & Rolf.

როგორც ჩანს, ტინა და ვენსანი ამჯერად, იმ სასიყვარულო წყვილს მიეკუთვნება, რომლებმაც ასაკის მიუხედავად, ყველა ზღვარს გადააჭარბეს და მათი ურთიერთობა, კიდევ უფრო გაამყარეს.  

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე