"თუ გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებდა, დაიჭერდნენ ოჯახის წევრებს..." - ადვოკატი

14:26 05-22-2018
408

თემქაზე, 21წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ, წინასწარი გამოკითხვის ოქმი დაუშვებლად იქნას ცნობილი, რადგან მისი თქმით, ბრალდებულს დანაშაული პირველად მუქარის ძალით აღიარებინეს.

ადვოკატის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული გრიგალაშვილი დანაშაულს არ აღიარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ ოჯახის წევრებს. მის უმცროს ძმას კი მომავალი არ ექნებოდა.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამიტომ მისცა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდაპირველად ჩვენება, რომელიც მისი აზრით აღიარებითიც არ იყო. 

ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც პროცესზე გაირკვა, მას ბრალი, ასევე, გამოძალვასა და პირადი მასალების შენახვა-გავრცელების მუქარითაც ედება ბრალი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს 2018 წლის 22 თებერვალს იპოვეს. სამართალდამცავებმა  მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. 

 

 

ნინო რაზმაძე