"ბატონი ბიძინას როლი ამ შეხვედრაზე იყო, გუნდში პოზიციების შეჯერება ნარკოპოლიტიკაზე..." - ლევან კობერიძე

14:28 05-22-2018
69

ძალიან მალე კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, სადაც გუნდი საბოლოოდ შეთანხმდება,-  ამის შესახებ, ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოხდა პოზიციების დაახლოება და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც გუნდი მიაღწევს საბოლოო შეთანხმებას ისეთს, როგორსაც ვფიქრობთ, რომ ელოდება საზოგადოება. ბატონი ბიძინას როლი ამ შეხვედრაზე იყო, პირველ რიგში, გუნდში პოზიციების შეჯერება და დაახლოება. პოზიციები დაახლოვდა და მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება მეორე შეხვედრა, როდესაც საბოლოოდ პოზიციების შეჯერება იქნება მიღწეული“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

თათია ცუკოშვილი