ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული პატიმრობაში რჩება

15:25 05-22-2018
352

თემქაზე, 21წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი სასამართლომ პატიმრობაში  დატოვა.

ბრალდების მხარემ აღკვეთი ღონისძიების სახედ  პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს გირაო 2000 ლარის ოდენობით შესთავაზა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც პროცესზე გაირკვა, მას ბრალი, ასევე, გამოძალვასა და პირადი მასალების შენახვა-გავრცელების მუქარითაც ედება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს 2018 წლის 22 თებერვალს იპოვეს.

სამართალდამცავებმა  მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს.  აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს 11:00-ზე ჩაინიშნა.

 

ნინო რაზმაძე