როგორ გამოიყურებოდნენ მეგან მარკლის და პრინცი ჰარის მშობლები ქორწილის ცერმონიაზე

15:46 05-22-2018
4693

საქორწინო ცერემონია - ეს არა მარტო ახალდაქორწინებული წყვილისთვის არის მნიშვნელოვანი დღესასწაული, არამედ მათი მშობლებისთვისაც, რომლებიც ამ დღეს, გზას ულოცავენ შვილებს, ახალი ოჯახის შესაქმნელად.  

შეუძლებელია, ამ დღეს, პირველ რიგში,  არ გავიხსენოთ პრინცი ჰარის დედა - ლედი დიანა. მეგანის საქორწინო ბეჭედს, ის ქვები ამშვენებს, რომლებიც დედაჩემის ბეჭედს ეკუთვნოდა. ეს მისი ნაწილია. მინდა, რომ ამ სახით, დედა მუდამ ჩვენს გვერდით იყოს - ამბობს ჰარი, ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მეგანის დედა, დორია ლაგრანდი, ქორწილამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩამოფრინდა ლონდონში, ლოს-ანჟელესიდან, რათა პირადად გაეცნო სამეფო ოჯახის წევრები, უინძორის სასახლეში, დედოფალთან ერთად ესაუბრა, რომელიც მალე, მისი ნათესავი გახდებოდა. ქალიშვილის ქორწილის დღისთვის, მან ელეგანტური,Oskar de la Renta-ს ბრენდის კოსტიუმი და იგივე ფერის ქუდი აირჩია. აღსანისნავია, რომ ცერემონიალის მსვლელობის დროს, დორია, ხშირად თვალცრემლიანი გამოიყურებოდა. 

პრინცი ჰარის მამას, 69 წლის უელსის პრინცს, უდიდესი როლი დაეკისრა - მეგენი საკურთხეველთან სწორედ მან მიაბრძანა, რაც მარკლის ერთ-ერთი სურვილი და თხოვნა იყო. პრინცი ჩარლი, რომელიც რუხი ფერის კოსტიუმში და შავ ფეხსაცმელებში, პოზირებდა, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, წმ. გიორგის ტაძარში დახვდა პატარძალს და საკურთხევლამდე, პრინცთან, ხელკავით მიაცილა. საქმრომ, რომელიც სადღესასწაულო მუნდირში იყო გამოწყობილი, ბედნიერი ღიმილი ვერ დამალა.

პრინცი ჰარის დედინაცვალი - ჰერცოგინია კორნუოლი, ქორწილის ცერემონიაზე, Anna Valentine-ის ბრენდის კაბაში და Philip Treacy-ის შლიაპით პოზირებდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე