ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ პირი, რომელმაც 21 მაისს, ავლაბარში, მანქანით ძაღლი მოკლა, კანონის ძალით უნდა დაისაჯოს.
ამის შესახებ ელიზბარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
ქალაქში მკვლელია! მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქში მკვლელია, მან გუშინ 2018 წლის 21 მაისს ავლაბარში, ლაგოდეხის ქუჩაზე წინასწარი განზრახვით მოკლა ეს საბრალო ცუგა, რაც დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ.
ძაღლი იყო გასტერილებული, ყურზე შესაბამისი პლასტმასის ბიჯით და მიკედლებული იყო ზემოთ ხსენებულ ქუჩას. მკვლელმა წინასწარი განზრახვით, მოკვლის მიზნით ავტომობილით გადაუარა ძაღლს, რომელიც მალევე მოკვდა.
ძაღლის სიკვდილის მიზეზის შესახებ დასკვნას ამზადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.
მკვლელის ავტომობილია მუქი ფერის მერსედესი, სახელმწიფო ნომრით: RB-739-RB.
თხოვნით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკვლელი აგრესიული და ძალიან საშიშია, მიიღეთ კანონით მინიჭებული ზომები.
ეს დანაშაული ნახა უამრავმა ბავშვმა, რომელთა უმეტესობამ მიიღო ძლიერი სტრესი.
მკვლელი ემუქრება სიცოცხლის მოსპობით ახლა უკვე იმ ქალბატონს, რომლის სახლის სათვალთვალო კამერამ გადაიღო ეს საშინელი ვანდალიზმი და მკვლელობა .
ქალაქში დადის მკვლელი, რომლის ავტომობილის ნომერია : RB - 739 - RB.
ის ძალიან აგრესიული და საშიშია.
https://www.youtube.com/watch?v=uJmMdTTjucU&feature=youtu.be
შემზარავი ვიდეოკადრები - თბილისში, მძღოლმა მწოლიარე ძაღლს მანქანით გადაუარა და მოკლა, - წერს ელიზბარაშვილი.