იდეალური ოჯახი! კრიშტიანუ რონალდუ ოჯახთან ერთად პოზირებს (ფოტოკოლაჟი)

17:22 05-22-2018
1021

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსთში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება, 33 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გადაწყვიტა, რომ დარჩენილი დრო, შვილებს და ოჯახს დაუთმოს.

დღეს, ფეხბურთელმა ინსტაგრამზე, ჯორჯინა როდრიგესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს, სუროგატი დედისგან, სამი შვილი ჰყავს - 7 წლის კრიშტიანუ-უმცროსი და ტყუპები ევა და მატეო. ხოლო ჯორჯინა როდრიგესთან, ერთი ქალიშვილი, ალანა მარტინა. 

ცნობილია, რომ ფეხბურთელი და მოდელი, რეგულარულად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოსესიებს. 

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე