ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, ძაღლს ავტომობილმა როგორ გადაუარა და დატოვა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

18:01 05-22-2018
465
თეგები: ძაღლი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, ძაღლს ავტომობილმა როგორ გადაუარა, შემდეგ ტერიტორია დატოვა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 



ავტორი: