როგორ ულოცავს ალა პუგაჩოვა შვილიშვილს დაბადების დღეს - "ისეთივე წითურია როგორიც მე" (ვიდეორგოლი)

16:23 05-23-2018
887

ლეგენდარული მომღერალი, ალა პუგაჩოვა, ინსტაგრამზე, იშვიათად აქვეყნებს ოჯახური არქივის ფოტოებს. გუშინ კი, მომღერალს, ვიდეორგოლის გამოყვეყნების მიზეზი, ნამდვილად ჰქონდა - მისი უფროსი შვილიშვილის, ნიკიტა პრესნიაკოვის დაბადების დღე. 

ვიდეორგოლი, ზუსტად 27 წლის წინ, ლონდონში, სამშობიარო სახლის წინ არის გადაღებული, როცა კრისტინა ორბაკაიტეს, ახალშობილი ნიკიტა, კლინიკიდან გამოჰყავს და მისი ყოფილი მეუღლე, ვლადიმერ პრესნიაკოვი ეგებება.

დაუვიწყარი დღე!- ამ ფრაზით აკომენტარებს არქივის ვიდეორგოლს პუგაჩოვა.

ნიკიტა, ზუსტად ჩემი შვილია. ისეთივე წითურია, როგორიც მე- ამბობს დივა, შვილიშვილის შესახებ ინტერვიუში. 

ქრისტინამ, ინსტაგრამზე ნიკიტას ფოტო და მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა:

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ტალანტო, რომანტიკულო და დაუვიწყარო  @npresnyakov - ვინც მხიარულობს - ის იცინის, ვინც ოცნებობს - აუსრულდება. ვინც ეძებს - ის პოულობს. #დაბადებისდღესგილოცავნიკიტა #ჩემიშვილებიჩემისიხარულია #მაისიმაისიმაისი#kristinaorbakaite #nikitapresnyakov - წერს ქრისტინა.  

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნიკიტას, უკვე ჰყავს მეუღლე. ამავე დღოს, როკ-ჯგუფის Multiverse-ს ლიდერია, მაგრამ მის საყვარელ ბებოს, ალას, როგორც ყოველთვის, ისევ სახელით მიმართავს. 

ჩემზე ფიქრობენ, რომ უსაქმური ვარ, რომ ყველაფერს, ჩემს მაგივრად, ალა აკეთებს! არადა, ბებო, ამ დროს სახლში, მის ოჯახთან ერთად არის. იშვიათად ვურეკავ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, ვესაუბრები - ამბობს ნიკიტა.

ალა დარწმუნებულია, რომ მისი შვილიშვილი, კარიერეს თვითონ მოიწყობს.

ნიკიტა გაურბის ჩვენს პოპულარულობას, ცდილობს, რომ საკუთარი ცხოვრება, თვითონ მართოს. მინდა ნიკიტას ვუთხრა: როცა ცინიკოსი, ეგოისტი და ხარბი ხარ ადამიანი, ყოველთვის გაიტან თავს - მე ასე არ მინდა! ამ ეტაპზე, ბავშვებს, ამ მეთოდებით, ზრდიან და მიზანს აღწევენ და კიდეც, უმართლებთ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ცხოვრება ამ კუთხით შეიცვალა - ტაქტიკა და ინტელექტი, მეორე ხარისხოვანი გახდა. იმედი მაქვს, რომ ეს დრო, მალე შეიცვლება! - წერს ალა.

იხ. ვიდეორგოლი ფა ფოტოკოლაჟი:     

 

ავტორი: რუსა ღვანიძე