მეგან მარკლის და პრინცი ჰარის პირველი გამოსვლა ქორწილის ცერემონიის შემდეგ - "ტრადიციული დღესასწაული - "Garden Party"

18:08 05-23-2018
639

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონიიდან, რამდენიმე დღე გავიდა. წყვილმა, ვერც კი მოასწო დასვენება, რომ უკვე სასახლის საქმეებში ჩართვა  მოუწიათ. 

პრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია კამილა, სამეფო წყვილთან ერთად, ბუკინგემის სასახლის ბაღში იმყოფებოდნენ.

ტრადიციული დღესასწაულსGarden Party-ის, დედოფალი ელისაბედი, ყოველ გაზაფხულზე მართავს.

ოფიციალურ სარამოს ცერემონიას პრინცი ჩარლზი, კამილა, ახალდაქორწინებული წყვილი და 6 ათასი, დაპატიჟებული სტუმარი ესწრებოდა.

მეგანი, ქორწილის ცერემონიის შემდეგ, პიველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რომელიც Goat-ის ბრენდის კაბაში და ულამაზესი შლიაპით პოზირებდა, რომლის ღირებულება, 600 ფუნტი სტერლინგია. პატარძალი, საკმაოდ მშვიდად,  გაწონასწორებულად და მხიარულად გამოიყურებოდა და მთელი საღამო, კამილასთან ერთად ერთობოდა.

ბოლო 6 წელია, მაღალი წრის საზოგადოების ეპიცენტრში, კეიტ მიდლტონი იყო, რომელსაც ამ ეტაპზე მეგან მარკლი შეუერთდა.  

იხ. ფოტოკოლაჟი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე